პროექტი

არქი დიღომი 2 (A ბლოკი), თბილისი

მიმდინარე

დამკვეთი:“არქი”

დაწყების თარიღი:ნოემბერი 2018
დასრულების თარიღი:მარტი 2020
სამშენებლო ფართი: 17150 m2

პროექტის აღწერა


18 სართულიანი საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს ჩარჩოსებრ-კავშირებიან სისტემას მონოლითური რკინაბეტონის დიაფრაგმებით. მაღლივ შენობას ესაზღვრება ერთ სართულიანი მიწისქვეშა ნაგებობა ავტოსადგომისათვის და მაღლივი შენობისაგან გამოყოფილია ანტისეისმური და სადეფორმაციო ნაკერებით.

საძირკველი – რკინაბეტონის საძირკვლის ფილა სისქით 1100 მმ და 400მმ.
გარე შემომფარგვლელი კედლები – “იტონგის” მსუბუქი ბლოკები.
შიდა კედლები – ბეტონის მცირე საკედლე ბლოკები.
ფასადი თბოიზოლაცია – გაფართოებული პოლისტირონის (EPS) ფილები.
ფასადის მოპირკეთება – ბაზალტის დეკორატიული ფილები, რუხი დეკორატიული ლესვა, ხით მოპირკეთება.
ფასადის ღიობების შევსება – ყავისფერი მეტალოპლასთმასის ფანჯრები, შავი ალუმინის ვიტრაჟები და შავად შეღებილი მილკვადრატის ჟალუზები.
საერთო ფართების მოპირკეთება – კერამოგრანიტის ფილები.
ტერასები – თბოიზოლაცია, კერამოგრანიტი.
აივნების მოპირკეთება – კერამოგრანიტის ფილები.
აივნის მოაჯირები – ლითონის მილკვადრატები და მინის მოაჯირები.