სამშენებლო კომპანია “ანაგი” 2017 წლის 7 დეკემბერს გამოვლინდა გამარჯვებულად ტენდერში, რომელიც ითვალისწინებს უეფა-ს IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას ქალაქ ბათუმში. პროექტის მიხედვით სტადიონი გათვლილი იქნება 20000 მაყურებელზე და მოეწყობა 1000-ზე მეტ ავტომობილზე გათვლილი პარკინგი.
2019 წლის 27 ნოემბერს, სამშენებლო კომპანია "ანაგსა" და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომლის თანახმადაც, მხარეები კადრების მომზადების მიზნით უზრუნველყოფენ გარკვეული ღონისძიებების ჩატარებას.
2019 წლის აგვისტოში სამშენებლო კომპანია “ანაგი” გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც მოიპოვა ISO 45001:2018 სერტიფიკატი. აღნიშნული სერტიფიკატი წარმოადგენს მენეჯმენტის სისტემის პირველ საერთაშორისო სტანდარტს შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების (OH&S) საუკეთესო პრაქტიკის დასადგენად და პრაქტიკაში გამოსაყენებლად. აღსანიშნავია, რომ კომპანია “ანაგი” ჯერ-ჯერობით ერთადერთი ქართული ორგანიზაციაა, რომელმაც დამოუკიდებლად შეძლო ISO 45001 სისტემის შემუშავება და აუდიტისთვის მომზადება.