“ანაგსა” და სან-დიეგოს უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გააფორმდა
2019 წლის 27 ნოემბერს სამშენებლო კომპანია „ანაგსა“ და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალს შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომლის თანახმადაც, მხარეები კადრების მომზადების მიზნით ატარებენ გარკვეულ ღონისძიებებს.
„ანაგის“ აშენებული ბათუმის საფეხბურთო სტადიონი „FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022-ის“ ოქროს გამარჯვებული გახდა ნომინაციაში საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა.
2022 წლის ივლისის თვეში სერტიფიცირების წამყვანმა საერთაშოროსო კომპანიამ ,,Lloyds Register Quality Assurance-მა’’ სამშენებლო კომპანია ანაგში ჩაატარა ISO 9001:2015-ისა (ხარისხის მენეჯმენტის სისტემა) და ISO 45001:2018-ის (შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა) საერთაშორისო სერტიფიკატების რესერტიფიცირების აუდიტი, რომელიც ასევე ითვალისწინებდა კომპანიის ყველა დეპარტამენტისა და ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტის შემოწმებას, რომლის შედეგად, კომპანია „ანაგმა“ კვლავ წარმატებით შეძლო გაეგრძელებინა სერტიფიკატების ფლობის უფლება.
2019 წლის აგვისტოში სამშენებლო კომპანია „ანაგი“ საქართველოში გახდა პირველი კომპანია, რომელმაც ისო 45001:2018-ის სერტიფიკატი მიიღო. აღნიშნული სერტიფიკატი მენეჯმენტის სისტემის პირველი საერთაშორისო სტანდარტია შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების (OH&S) საუკეთესო პრაქტიკის დასადგენად და მის გამოსაყენებლად. ა