“ანაგს” და “სპექტრს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სამშენებლო კომპანია “ანაგს” და საზოგადოებრივ კოლეჯ “სპექტრს” შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია საქართველოს სამშენებლო სექტორში პროფესიული განათლების ხარისხის და სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლება, რაც, თავის მხრივ, დადებით გავლენას მოახდენს ქვეყანაში მშენებლობის პროცესების ეფექტურად, ხარისხიანად წარმართვაზე და გაზრდის სპეციალისტების დასაქმების შესაძლებლობას.
28 ნოემბერს სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ დეველოპერულ კომპანია „ბიოგრაფ ლივინგთან“ და „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. თანამშრომლეობის ფარგლებში „ანაგი“ ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას №25-ში, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს. პროექტი „საქართველოს ბანკის“ მიერ არის დაფინანსებული.
10 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში ეროვნულ ბიბლიოთეკასა და სამშენებლო კომპანია „ანაგს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
„ანაგის“ აშენებული ბათუმის საფეხბურთო სტადიონი „FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022-ის“ ოქროს გამარჯვებული გახდა ნომინაციაში საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა.
2022 წლის ივლისის თვეში სერტიფიცირების წამყვანმა საერთაშოროსო კომპანიამ ,,Lloyds Register Quality Assurance-მა’’ სამშენებლო კომპანია ანაგში ჩაატარა ISO 9001:2015-ისა (ხარისხის მენეჯმენტის სისტემა) და ISO 45001:2018-ის (შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა) საერთაშორისო სერტიფიკატების რესერტიფიცირების აუდიტი, რომელიც ასევე ითვალისწინებდა კომპანიის ყველა დეპარტამენტისა და ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტის შემოწმებას, რომლის შედეგად, კომპანია „ანაგმა“ კვლავ წარმატებით შეძლო გაეგრძელებინა სერტიფიკატების ფლობის უფლება.
2019 წლის 27 ნოემბერს სამშენებლო კომპანია „ანაგსა“ და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალს შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომლის თანახმადაც, მხარეები კადრების მომზადების მიზნით ატარებენ გარკვეულ ღონისძიებებს.