პროექტი

ვილა ამბასადორი, კაჭრეთი

დასრულებული

დამკვეთი:შპს „კაჭრეთი დეველოპმენტი“

დაწყების თარიღი:ივლისი 2019
დასრულების თარიღი:დეკემბერი 2021
სამშენებლო ფართი: 141-300 m2
შენობის ფუნქციური დანიშნულება: ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები
მისამართი: გურჯაანის რაიონი, სოფ. კაჭრეთი

„ვილა ამბასადორი“ დედაქალაქიდან 40 წუთის სავალზე მდებარეობს და დასასვენებელი კომპლექსის, „ამბასადორ კაჭრეთი გოლფ რეზორთსის“, ნაწილია.

„ვილა ამბასადორის“ კონცეფცია გულისხმობს ელეგანტური არქიტექტურისა და თანამედროვე ინტერიერის შერწყმას. ერთ- და ორსართულიანი ვილების კომპლექსი შედგება 27 შენობისაგან, რომელშიც 46 ბინაა განთავსებული.

სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ შეასრულა შენობების მონოლითური რკინაბეტონის კონსტრუქციების სამშენებლო, ასევე, ფასადის, ინტერიერის, ტერიტორიის მოსაპირკეთებელი და საინჟინრო ქსელების გაყვანის სამუშაოები.