პროექტი

ვაით სეილსი, ბათუმი

დასრულებული

დამკვეთი:შპს „ეიარ-მერიდიანსი“

დაწყების თარიღი:აგვისტო 2015
დასრულების თარიღი:ოქტომბერი 2020
სამშენებლო ფართი: 105000 m2

შენობის ფუნქციური დანიშნულება: მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი
მისამართი: ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების №3

მრავალფუქნციური სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსი „ვაით სეილსი“ ბათუმის ახალ ბულვარში მდებარეობს. კომპლექსი  30 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზეა გაშლილი. „ვაით სეილსი“ შედგება 7 კორპუსისგან. 5 საცხოვრებელი კორპუსი, რომელთა სამშენებლო ფართი 105 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ორ 16-, ორ 18- და ერთ 20-სართულიან შენობას აერთიანებს. კომპლექსი ასევე მოიცავს ორ სასტუმრო-საცხოვრებელ კორპუსს, H1 და H2

 

სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ შეასრულა შენობების მონოლითური რკინაბეტონის კონსტრუქციების სამშენებლო, საინჟინრო ქსელების გაყვანის, ასევე ფასადის, ტერიტორიის, A, B, E და F კორპუსების 832 საცხოვრებელი აპარტამენტის მოსაპირკეთებელი სამუშაოები.