მის.: ქ. ბათუმი, ს. ხიმშიაშვილის ქ. № 92; 94
არქიტექტურული პროექტის ავტორი: აკაკი ლორჩოშვილი
საპროექტო ობიექტი მდებარეობს ქ. ბათუმის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ზღვის სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
სანებართვო 8 335 კვ.მეტრზე გადაჭიმული განაშენიანების ფართობი შეადგენს მხოლოდ 1 451 კვ.მეტრს (კ1=02), ხოლო დანარჩენი ეზოს კეთილმოწყობისა და საგზაო ინფრასტრუქტურისთვისაა გამოყოფილი.
სარკისებრი გეგმარების მქონე კომპლექსის კიდეებში არსებულ ტეხილ ვერტიკალურ არქიტექტურულ აქცენტებს შუა ნაწილში სადა და სწორხაზოვანი გეომეტრიული ფორმები აბალანსებს. ფასადის დომინანტური კუთხეები დაფერილია ასიმეტრიული გეომეტრიული კომპოზიით, რაც კომლექსს ორიგინალურობასა და საავტორო შემოქმედებით უნიკალურობას ანიჭებს.
8-სართულიან 26 მ. სიმაღლის მქონე ნაგებობაში პირველ სართულზე განთავსებულია სავაჭრო და საოფისე ფართები, ხოლო ზედა სართულებზე − 182 ბინა.