პროექტი

წყლის ხელოვნური რეზერვუარები, ბაკურიანი

დასრულებული

დამკვეთი:შპს „ემთიეი“

დაწყების თარიღი:აპრილი 2022
დასრულების თარიღი:დეკემბერი 2022
სამშენებლო ფართი: 281500 m2
შენობის ფუნქციური დანიშნულება: ინდუსტრიული დანიშნულების ობიექტი
მისამართი: დაბა ბაკურიანი, დიდველი, კოხტა-მიტარბი

დაბა ბაკურიანში მდებარე რეზერვუარების დანიშნულება ზამთრის კურორტის სათხილამურო ტრასების ხელოვნური გათოვლიანებაა.

რეზერვუარები ორ ადგილას, კოხტა-მიტარბის მთაზე და დიდველზე, აშენდა. კოხტა-მიტარბის რეზერვუარი დაახლოებით 105 000 მ³-ია, ხოლო დიდველის რეზერვუარი − 200 000 მ³.

პროექტის ფარგლებში ასევე აშენდა: სატუმბი სადგურები, წყლის მიმღები და გამშვები საკონტროლო ოთახები, ქვიშის გამწმენდი, წყალშემკრები, ჭარბი წყლის გადინებისა და წყალგამშვები ნაგებობები.