ფუნქციური დანიშნულება: საცხოვრებელი უბანი
მის.: ქ. თბილისი, მახათას მთა
„ჯარის ქალაქი“ მასშტაბურ საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც თბილისში, მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. საცხოვრებელი უბანი ოთხ უხვად გამწვანებულ მონაკვეთზეა განაწილებული და შემოსაზღვრულია სამანქანო გზით. კომპლექსი აერთიანებს 39 მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს, რომლებიც სივრცეში გააზრებული და დაბალანსებული განლაგებით ქმნის ორგანიზებულ და ჰარმონიულ გარემოს.
შენობათა ჭადრაკული განაწილება უზრუნველყოფს ოპტიმალურ აერაციას, უხვ ინსოლაციასა და გრძელ ხედვით დერეფნებს, რაც თითოეულ ბინას (ჯამში 1 092 ერთეული) უკეთეს ბუნებრივ განათებასა და სივრცით გახსნილობას ანიჭებს. ჩრდილოეთის მხარეს 45 გრადუსით შებრუნებული შენობათა განთავსება მინიმუმამდე ამცირებს ჩრდილოეთის მხრიდან ჩაბნელებული ფასადების ეფექტს და ხელს უწყობს მზის პირდაპირი სხივების უფრო თანაბარ განაწილებას ყველა საცხოვრებელ ბინაზე.
ტერიტორიის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში გამოყოფილია ვრცელი საპარკინგე ზონა, რომელიც შიდა სივრცეების განტვირთვას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, შიდა გზებსა და კვარტლების პერიმეტრზე განლაგებულია ცალკე საპარკინგე ადგილებიც, რომლებიც ყოველდღიურ გადაადგილებას დამატებით კომფორტს სძენს.
კომპლექსში განთავსებულ 7-სართულიან შენობებს სწორხაზოვანი მკაფიო გეომეტრიული ფორმები აქვს, თითოეული მათგანი 19.6 X 20.05 მ გაბარიტისა და 26.8 მ სიმაღლისაა. არქიტექტურულ იერსახეს ქმნის ფასადზე ასიმეტრიულად განაწილებული, ვერტიკალურად დუბლირებული ელემენტები და ზედაპირები, რომლებიც მსუბუქ, ერთმანეთთან ჰარმონიულად შერწყმულ ნაცრისფერ გრადაციებშია გადაწყვეტილი. კომპოზიცია აქცენტირებულია ყავისფერი ტონალობის დეტალებით, რომლებიც შენობათა მონოლითურ მასას სითბოსა და მასშტაბურობას მატებს.
ჯარის ქალაქი, თბილისი
დასრულებული
დამკვეთი:საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
დაწყების თარიღი:ოქტომბერი 2020
დასრულების თარიღი:დეკემბერი 2022
დასრულებული
სქაილაინ რეზიდენსი, თბილისი
დაწყების თარიღი:დეკემბერი 2015 /
დასრულების თარიღი:ივლისი 2017
დამკვეთი:სს „m² უძრავი ქონება“
სამშენებლო ფართი:7300 m2
დასრულებული
მრავალფუნქციური კომპლექსი ჭავჭავაძის 30, თბილისი
დაწყების თარიღი:ნოემბერი 2016 /
დასრულების თარიღი:ოქტომბერი 2020