პროექტი

თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების ქარხანა, თბილისი

დასრულებული

დამკვეთი:შპს “ელბით სისთემს საიქლონ”

დაწყების თარიღი:დეკემბერი 2016
დასრულების თარიღი:ივლისი 2018
სამშენებლო ფართი: 16000 m2

პროექტის აღწერა


შენობა დაგეგმარებულია სრული კარკასული სქემით, რომლის შერეული მზიდი კონსტრუქციები მოწყობილია მარტივი, ფირფიტოვანი და ღეროვანი ელემენტებისაგან.

საძირკვლები – მონოლითური რკინაბეტონის, წერტილოვანი, რანდკოჭების შეკვრით.
სვეტები – ლითონის ორტესებრი პროფილები.
სართულშუა გადახურვები – მონოლითური რკინაბეტონის ფილები ფოლადის პროფილირებული ფენილით, ლითონის ორტესებრ კოჭებზე.
სახურავი – სამკუთხა და ტრაპეციული ფორმის მქონე ბრტყელი ფერმები მაქსიმალური მალით 23 მ, დამზადებული ლითონის მილებისაგან.
ბურული – სენდვიჩ-პანელები ლითონის გრძივებზე.
ფასადის კედლები – ლითონის სენდვიჩ-პანელები ლითონის გრძივებზე.
შიდა კედლები და ტიხრები – ბეტონის მცირე საკედლე ბლოკები, ლითონის სენდვიჩ-პანელები.
კარ-ფანჯრები – ალუმინის პროფილები, ორმაგი მინაპაკეტი.