პროექტის აღწერა
სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსი შედგება ოთხი 18-სართულიანი, ერთი 22-სართულიანი, ერთი 20 სართულიანი და ერთი 16-სართულიანი შენობისგან. შენობები დაგეგმარებულია სრული კარკასული სქემით, რომლის რკინაბეტონის მზიდი კონსტრუქციები მოწყობილია მარტივი, ფირფიტოვანი და სწორი ღეროვანი ელემენტებისაგან.
საძირკვლები – ნაბურღ-ნატენი ხიმინჯები, დიამეტრით 120 სმ, სიგრძით 17 მ, შეკრული მონოლითური რკინაბეტონის ფილებით.
კედლები და ტიხრები – ქაფბეტონის მცირე საკედლე ბლოკები.
კარ-ფანჯრები და ვიტრაჟები – ლითონ-პლასტმასის პროფილები, ორმაგი მინაპეკეტები.