პროექტი

სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსი ახალ ბულვარში, ბათუმი

დასრულებული

დამკვეთი:შპს “რეკან გრუპ ჯორჯია”

დაწყების თარიღი:იანვარი 2017
დასრულების თარიღი:ნოემბერი 2018
სამშენებლო ფართი: 62750 m2

პროექტის აღწერა


კომპანია “ანაგის” მიერ შესრულდა შენობის მონოლითური კარკასის სამუშაოები.

სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსი შედგება ორი 16-სართულიანი და ორი 18-სართულიანი შენობებისაგან. შენობები დაგეგმარებულია სრული კარკასული სქემით, რომლის რკინაბეტონის მზიდი კონსტრუქციები მოწყობილია მარტივი, ფირფიტოვანი და სწორი ღეროვანი ელემენტებისაგან.

საძირკვლები – გამოყენებულია ნაბურღ-ნატენი ხიმინჯები, დიამეტრით 120 სმ, სიგრძით 17 მ, შეკრული რკინაბეტონის მონოლითური ფილებით.
კედლები და ტიხრები – ქაფბეტონის მცირე საკედლე ბლოკები.
კარ-ფანჯრები და ვიტრაჟები – ალუმინის პროფილები, ორმაგი მინაპეკეტებით.
ფასადების მოსახვა – ალუმინის საფასადე სისტემები, მინა “ლამექსი”.
აივნის მოაჯირები – მინა “ლამექსი”, უჟანგავი ლითონის დეტალები.