პროექტი

პეკინი პლაზა, თბილისი

დასრულებული

დამკვეთი:შპს “სითი რიელ ისთეით”

დაწყების თარიღი:ნოემბერი 2016
დასრულების თარიღი:ივლისი 2018
სამშენებლო ფართი: 21000 m2

პროექტის აღწერა:

კომპანია “ანაგის” მიერ შესრულდა შენობის მონოლითური კარკასის სამუშაოები.

19-სართულიანი შენობა, ორი მიწისქვეშა სართულით, დაგეგმარებულია სრული კარკასული სქემით, რომლის რკინაბეტონის მზიდი კონსტრუქციები მოწყობილია მარტივი, ფირფიტოვანი და სწორი ღეროვანი ელემენტებისაგან.

საძირკვლები – ნაბურღ-ნატენი ხიმინჯები, დიამეტრი 120 სმ, სიგრძე 11 მ, შეკრული რკინაბეტონის მონოლითური ფილით.