პროექტის აღწერა
საცხოვრებელი კომპლექსი შედგება სამი 19-, 23- და 25- სართულიანი კორპუსებისაგან და ოთხ სართულიანი პარკინგის შენობისაგან. კორპუსები დაგეგმარებულია სრული კარკასული სქემით, რომლის რკინაბეტონის მზიდი კონსტრუქციები მოწყობილია მარტივი, ფირფიტოვანი და სწორი ღეროვანი ელემენტებისაგან.
შენობების საძირკვლები – მონოლითური რკინაბეტონის, 21-25 მ. ჩაღრმავების, ნაბურღ-ნატენი ხიმინჯები, შეკრული რკინაბეტონის მონოლითური ფილით.
კედლები და ტიხრები – ბეტონის მცირე საკედლე ბლოკები.
კარ-ფანჯრები და ვიტრაჟები – გერმანული წარმოების ლითონპლასტმასის პროფილები “სალამანდერი”, ენერგოეფექტური ორმაგი მინაპაკეტი.
ფასადის მოსახვა – მიუნხენის ტიპის დეკორატიული ბათქაში, საღებავი “კაპაროლი”.
თბოიზოლაცია – ქვაბამბა.
აივნის მოაჯირები – მინა “ლამექსი”, უჟანგავი ლითონის დეტალები.
ლიფტი – მწარმოებელი “კონე”.