პროექტი

ტერასა ბათუმი, ბათუმი

დასრულებული

დამკვეთი:შპს „ბლექ სი ტერასა“

დაწყების თარიღი:მარტი 2021
დასრულების თარიღი:ოქტომბერი 2023
სამშენებლო ფართი: 25200 m2
ფუნქციური დანიშნულება: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი
მისამართი: ქ. ბათუმი, ანგისას ქუჩა №10

29-სართულიანი საცხოვრებელი სახლის, „ტერასა ბათუმის“, შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოების ნაწილი მე-7 სართულიდან 27-ე სართულის ჩათვლით სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ შეასრულა, გარდა მე-19 და 24-ე სართულებისა.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაო:

• 379 ბინის სრული მოპირკეთება;
• 8 ბინის ნაწილობრივი მოპირკეთება (თეთრი კარკასი);
• 127 ბინის ნაწილობრივი მოპირკეთება (შავი კარკასი);
• ინტერიერის და საპარკინგე სივრცეების მოპირკეთება.