გუნდი

მექანიზაცია

ირაკლიმელიმონაძე

თანამდებობა: მექანიზაციის დირექტორი
ირაკლი მელიმონაძემ 2005 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის განხრით, რომლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა მშენებლის კვალიფიკაცია.

2002 წლიდან იგი მუშაობდა სს „საქორგგაზში“ დისტრიბუციისა და ექსპლუატაციის სამსახურის უფროსად; 2003-2006 წლებში მუშაობდა სს „თბილგაზში“ სხვადასხვა თანამდებობაზე: მთაწმინდა კრწანისის ცენტრის № 6 რაიონის უფროსად, მოკვლევის დეპარტამენტის პარალელური რეესტრების კონტროლის სამსახურის მენეჯერად, საბურთალოს №2 ბიზნესცენტრის კომერციულ დირექტორად.
2006-2007 წლებში ი. მელიმონაძე იყო შპს „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გაზმომარაგებისა და გაზის აღრიცხვის დეპარტამენტის წამყვანი მეტროლოგი, ხოლო 2007-2009 წლებში შპს „ყაზგანტრანსგაზ-თბილისის“ გაზმომარაგებისა და გაზის ლოგისტიკის დეპარტამენტის სპეციალისტი; 2007-2010 წლებში მუშაობდა ჯერ შპს „ყაზგანტრანსგაზ-თბილისის“ ექსპლუატაციის დეპარტამენტის საკონტროლო საზომი ხელსაწყოებისა და ავტომატიკის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, ხოლო შემდგომ საკონტროლო საზომი ხელსაწყოებისა და ავტომატიკის ჯგუფის უფროსად; 2010-2011 წლებში იყო შპს „ვიურტ-ჯორჯიას“ გაყიდვების მენეჯერი; 2010 წლიდან 2012 წლამდე ეკავა შპს „ნიუ ენერჯის“ ტრანსპორტისა და მექანიზაციის დეპარტამენტის უფროსის პოზიცია.

2012 წლიდან ი. მელიმონაძე არის შპს „ანაგი მექანიზაციის“ დირექტორი.

ი. მელიმონაძეს გავლილი აქვს სხვადასხვა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრეინინგი:

2001-2002 წლებში – სს „საქორგგაზის” სასწავლო ცენტრი, ბუნებრივი გაზის აღრიცხვა-რეალიზაციისა და მეტროლოგიური უზრუნველყოფის სამსახურის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები.

2005-2008 წლებში – სსიპ „საქართველოს მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის ეროვნული სააგენტოს“ სასწავლო ცენტრი, მეტროლოგია და გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფა, ბუნებრივი გაზის საკვანძო აღრიცხვის მეტროლოგიური უზრუნველყოფა.

2008-2009 წლებში – შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მუდმივმოქმედი კომისია, საქართველოს გაზის ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციასთან შეთანხმებული პროგრამა, გაზის მეურნეობაში უსართხოების წესებისა და სხვა ნორმატიული აქტების ცოდნის პირველადი შემოწმება.