გუნდი

იურიდიული დეპარტამენტი

მარიამდვალიშვილი

თანამდებობა: იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსი
მარიამ დვალიშვილმა 2016 წელს დაამთავრა „საქართველოს უნივერსიტეტის“ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი; 2018 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის განხრით.

2013 წელს მან დააფუძნა საქართველოში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „ლაიონს ქლაბის“ (Lions Club) ქართული წარმომადგენლობის ფილიალი - „ქემფუს ლიონს ქლაბ თბილისი“; 2015-2016 წლებში მუშაობდა ასისტენტად „ქართულ, გერმანულ და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტში“. მას მიღებული აქვს, ასევე, პრაქტიკული გამოცდილება იურიდიულ სფეროში „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურ ცენტრში“, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის“ სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტსა და „ხაჩიძე და გოჩელაშვილების იურიდიულ კომპანიაში“.

დაცული აქვს ნაშრომი ბერლინის „ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა“ და „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ იურიდიულ ფაკულტეტებს შორის გაცვლითი პროგრამის „ნეცვერქ ოსტ-ვესტის“ (Netzwerk Ost-West) ფარგლებში; მიღებული აქვს მონაწილეობა „საქართველოს უნივერსიტეტის“ სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაში - „ქართული შრომითი სამართლებრივი გარემო, არსებული პრობლემატიკა და მისი გადაჭრის სავარაუდო გზები“.

2017 წელს მ. დვალიშვილმა მუშაობა დაიწყო სამშენებლო კომპანია „ანაგში“ ჯერ უმცროსი იურისტის, ხოლო შემდეგ იურისტის თანამდებობებზე.

ამჟამად მ. დვალიშვილი არის იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსი.