გუნდი

ადმინისტრაცია

ელიზავეტა ჩიქოვანი

თანამდებობა: ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
ელიზავეტა ჩიქოვანმა 1981 წელს დაამთავრა ქ.თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ფაკულტეტი, პროფესიით ინჟინერ-მშენებელი.

1976-1979 წლებში იგი მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №5 სამშენებლო ტრესტის №1 სამშენებლო სამმართველოში მუშად; 1979-1982 წლებში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №5 სამშენებლო ტრესტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო განყოფილებაში ჯერ ტექნიკოსად, ხოლო შემდეგ − ინჟინრად; 1983-1993 წლებში იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №5 სამშენებლო ტრესტის №2 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს წამყვანი ინჟინერი.

2003 წლიდან ე. ჩიქოვანი მუშაობს სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერად.