გუნდი

ბიზნესის განვითარების სამსახური

დავით ანდღულაძე

პოზიცია: ბიზნესის განვითარების დირექტორი
დავით ანდღულაძემ 2004 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, რომლის დამთავრების შემდეგ მიიღო იურისტის კვალიფიკაცია.

2005-2006 წლებში დ. ანდღულაძე მუშაობდა შპს „იურიდიულ საგადასახადო კონსალტინგში“ საზოგადოების იურისტად, ხოლო 2005-2006 წლებში საადვოკატო ბიუროს, „ალაფიშვილი, ყავლაშვილი და ჩხაიძე“, და იურიდიულ ფირმა „ჯიელჯი ლოუ ოფისის“ (GLG Law Office) ადვოკატად. 2005 წლიდან 2007 წლამდე მუშაობდა შპს „აჭარის ავტოტრანსპორტში“ იურისტად. 2007 წელს მუშაობა განაგრძო იურიდიული ფირმა „ბიელსი ლოუ ოფისის“ (BLC Law Office) იურისტის თანამდებობაზე. 2008-2009 წლებში იგი იყო შვედური კომპანია „სვეკო ინტერნეიშენალის“ (SWECO International) იურიდიული კონსულტანტი საქართველოში.

2009 წლიდან 2017 წლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა შპს „ანაგის“ იურიდიულ დეპარტამენტს. 2018 წლის იანვრიდან არის ბიზნესის განვითარების დირექტორი.