გუნდი

ადმინისტრაცია

გულბადსხილაძე

თანამდებობა: სამეურნეო საკითხების მენეჯერი
გულბად სხილაძემ 1975 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებელის სპეციალობით.

1975-2001 წლებში იგი მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე: ინჟინრად, უფროს ინჟინრად, ჯგუფის უფროსად, პროექტის მთავარ ინჟინრად და განყოფილების უფროსად; 2002-2005 წლებში იყო შპს „ანაგის“ პროკურისტი.

2005 წლიდან გ. სხილაძე არის შპს „ანაგის“ სამეურნეო საკითხების მენეჯერი.