კარიერა
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამშენებლო კომპანია „ანაგის“ კარიერის გვერდზე.
ჩვენი კომპანია გაძლევთ შესაძლებლობას, ითანამშრომლოთ სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან, ამასთან, იგი ყოველთვის დაგეხმარებათ პროფესიულ ზრდასა და კარიერულ წინსვლაში.
უმცროსი ბუღალტერი
ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
მოვალეობები:
** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება (პირველადი დოკუმენტების დამუშავება და აღრიცხვა);
** საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტისა და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** საბანკო ოპერაციების ასახვა და კონტროლი;
** სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომპიუტერული საოფისე პროგრამა "Excel-ის" მაღალ დონეზე ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ბაზისური ნაწილის ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** სასურველია ბუღალტრად მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
** წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირება;
** როგორც გუნდური, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge 2024 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (უმცროსი ბუღალტერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!