კარიერა
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამშენებლო კომპანია „ანაგის“ კარიერის გვერდზე.
ჩვენი კომპანია გაძლევთ შესაძლებლობას, ითანამშრომლოთ სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან, ამასთან, იგი ყოველთვის დაგეხმარებათ პროფესიულ ზრდასა და კარიერულ წინსვლაში.
ბუღალტერი
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის რაოდენობა: 1
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
მოვალეობები:
** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
** ბუღალტრული ოპერაციების სისწორის მონიტორინგი;
** საბანკო ოპერაციების წარმოება, ჩარიცხვების კონტროლი და საბუღალტრო პროგრამაში გატარება;
** საანგარიშგებო კვარატლური და წლიური დახურვის პროცესში მონაწილეობა;
** საბუღალტრო ანგარიშის მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან ;
** დებიტორ-კრედიტორების დავალიანების კონტროლი;
** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, ძირითადი საშუალებებისა და ინვენტარიზაციის კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით (ფინანსები, ბიზნესი, ეკონომიკა);
** სულ მცირე, 2-წლიანი სათანადო სამუშაო გამოცდილება;
** სამუშაო გამოცდილება Oris/1C-პროგრამაში;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები (MS office - Intermediate, Excel - Advanced).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
** წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge 2024 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ბუღალტერი).
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!