კარიერა
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამშენებლო კომპანია „ანაგის“ კარიერის გვერდზე.
ჩვენი კომპანია გაძლევთ შესაძლებლობას, ითანამშრომლოთ სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან, ამასთან, იგი ყოველთვის დაგეხმარებათ პროფესიულ ზრდასა და კარიერულ წინსვლაში.
ბუღალტერი
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებასა და საბუღალტრო ოპერაციებზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მიმდინარე ბუღალტრული ოპერაციების წარმოება კანონმდებლობისა და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების შესაბამისად
** საბუღალტრო დოკუმენტაციის შედგენა/მიღება, დამუშავება, აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;
** საბუღალტრო ჩანაწერების შედარება;
** სასაქონლო ზედნადებების პროგრამულად ასახვა, დაარქივება;
** საბაჟო დოკუმენტაციის სისწორის მონიტორინგი;
** უკან დაბრუნებული საქონლის მონიტორინგი და მისთვის შესაბამისი საბუთების უზრუნველყოფა;
** დებიტორ-კრედიტორების დავალიანების კონტროლი;
** საბანკო ოპერაციების პროგრამულად ასახვა შესაბამისი დავალებების მიხედვით;
** საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტისა და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** სხვა დავალებების შესრულება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით (ფინანსები, ბიზნესი, ეკონომიკა);
** მინიმუმ, 3-წლიანი სათანადო სამუშაო გამოცდილება;
** Oris/1C-პროგრამაში სამუშაო გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაითვლება ERP-სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები (MS office - Intermediate, Excel - Advanced).
პროფესიული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (შესვენება 1 საათი)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 37/39
ანაზღაურება: განისაზღვრება კადრის კვალიფიკაციის მიხედვით
კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
** ტესტირება - თემა, ბუღალტრული აღრიცხვა და ზოგადი უნარები;
** გასაუბრება - ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge 2024 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ბუღალტერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ.
გისურვებთ წარმატებას!