სერვისები

ლაბორატორია

ლაბორატორია


შპს "მშენტექკონტროლი" საშენი მასალებისა და ნაკეთობების აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიაა, რომელიც ორიენტირებულია საგამოცდო პროცედურების დროულ და ხარისხიან წარმოებაზე, ნორმატიული დოკუმენტაციით გაწერილი მეთოდოლოგიის შესაბამისად.

ლაბორატორია 2006 წელს ბათუმის საგადასახადო ინსპექციაში დარეგისტრირდა. 2007 წლის 10 მარტიდან იგი ოპერირებს აკრედიტაციის სისტემის ტექნიკური რეგლამენტის საკ 12:2006–ის და სსტ 45001–ის შესაბამისად. ამჟამად მიმდინარეობს სსტ ისო/იეკ 17025:2010 აკრედიტაციის მიღების პროცესი.

2007 წლის 10 მარტიდან დღემდე ლაბორატორიამ, ხელშეკრულებისა და წერილების საფუძველზე, მომსახურება გაუწია 250–ზე მეტ, მათ შორის ოცამდე უცხო ქვეყნის, სამშენებლო ორგანიზაციას.

საშენი მასალებისა და ნაკეთობების საგამოცდო ლაბორატორია გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას:

• არმატურის გამოცდა გაჭიმვასა და ღუნვაზე; 
• ქვიშის გამოცდა; 
• ღორღის გამოცდა
• ქვიშა–ხრეშის ნარევის გამოცდა; 
• ბეტონის საკედლე ქვების გამოცდა; 
• ბეტონის საკონტროლო კუბების გამოცდა კუმშვაზე (მარკის დადგენა); 
• ნებისმიერ სამშენებლო ობიექტზე ბეტონის საკონტროლო კუბების დამზადება, ტრანსპორტირება და შენახვა შემდგომი გამოცდის მიზნით; 
• ურღვევი მეთოდით სამშენებლო კონსტრუქციების (ფუნდამენტი,სვეტი,ფილა) სიმტკიცის დადგენა. 

გარდა ამისა, ლაბორატორია გთავაზობთ სხვადასხვა კლასის ბეტონების დაპროექტება–გაანგარიშებას, ბეტონის დანამატების გამოცდას, ტექნიკურ საკითხებზე რჩევების გაცემას და მეთოდურ მითითებებს.


შპს "მშენტექკონტროლი" 
მისამართი: ფრიდონ ხალვაშის გამზ. 258, ბათუმი, 6009, საქართველო
საკონტაქტო პირი: ლაბორანტი, თეიმურაზ ჯოჯუა: მობ. (995) 577 299 349