პროექტი

თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების ქარხანა, თბილისი

დასრულებული

დამკვეთი:შპს „ელბით სისთემს საიქლონ“

დაწყების თარიღი:დეკემბერი 2016
დასრულების თარიღი:ივლისი 2018
სამშენებლო ფართი: 16000 m2
ფუნქციური დანიშნულება: სამრეწველო ობიექტი
მისამართი: ქ. თბილისი, ვ. ბერიძის ქ. № 6

ერთი მხრივ, რთულ სამრეწველო ტიპის ქარხანას არქიტექტურული თვალსაზრისით საკმაოდ ორიგინალური და ესთეტიკურად მომხიბლავი ჰაიტეკის სტილის მთავარი შესასვლელი და საოფისე ბლოკი აქვს. ხილული, დიზაინის მხრივ დომინანტური კონსტრუქციული ელემენტები, კონსოლურად შეკიდული ზედა სართული, მაღალი ვიტრინები და თანამედროვე საფასადო პანელების კონტრასტული შეხამება ქარხნის მაღალტექნოლოგიურობასა და თანამედროვეობას უსვამს ხაზს.

სიმაღლით 8-იდან 14 მეტრამდე ATC - ქარხანის სამშენებლო ფართი 16 000 კვ.მ-ია. შენობის კონსტრუქცია რკინაბეტონის წერტილოვან საძირკვლებზე მოწყობილი ლითონის სვეტების, კოჭების, დიაფრაგმებისა და ფერმების ელემენტებისგან შედგება და გარედან პოლიურეთანის თერმულად იზოლირებული, ცეცხლგამძლე სენდვიჩპანელებითაა შემოსილი.