პროექტი

თეთრი იალქნები, ბათუმი

მიმდინარე

დამკვეთი:შპს “ეი არ მერიდიანსი”

დაწყების თარიღი:აგვისტო 2015
დასრულების თარიღი:დეკემბერი 2020
სამშენებლო ფართი: 103300 m2

პროექტის აღწერა


სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსი შედგება ოთხი 18-სართულიანი, ერთი 22-სართულიანი, ერთი 20 სართულიანი და ერთი 16-სართულიანი შენობისგან. შენობები დაგეგმარებულია სრული კარკასული სქემით, რომლის რკინაბეტონის მზიდი კონსტრუქციები მოწყობილია მარტივი, ფირფიტოვანი და სწორი ღეროვანი ელემენტებისაგან.

საძირკვლები – ნაბურღ-ნატენი ხიმინჯები, დიამეტრით 120 სმ, სიგრძით 17 მ, შეკრული მონოლითური რკინაბეტონის ფილებით.
კედლები და ტიხრები – ქაფბეტონის მცირე საკედლე ბლოკები.
კარ-ფანჯრები და ვიტრაჟები – ლითონ-პლასტმასის პროფილები, ორმაგი მინაპეკეტები.