პროექტი

თაბორი - სასტუმრო და გოლფ კლუბი, თბილისი

მიმდინარე

დამკვეთი:შპს „თაბორი რიზორთსი“

დაწყების თარიღი:ოქტომბერი 2017
დასრულების თარიღი:დეკემბერი 2024
ფუნქციური დანიშნულება: სასტუმრო
მის.: ქ. თბილისი, თაბორის მთა
არქიტექტურული პროექტის ავტორი: ირაკლი შარაშიძე

კომპლექსი სოფ. წავკისის სიახლოვეს, თაბორის მთაზე მდებარეობს, საიდანაც დედაქალაქის თვალწარმტაცი ხედები იშლება.

გეგმაზე შენობის ფორმა მრუდხაზოვანია, სადაც შესრულების სირთულიდან და დახვეწილი დიზაინიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ აღფრთოვანებას ფოიეში აღმართული 15 მეტრის სიმაღლის 17 მრგვალი სვეტი იმსახურებს. შენობის ფასადი ტერაკოტას ფერის ბუნებრივი ქვით მოპირკეთდა, დამონტაჟდა „Schüco-ს“ წარმოებული პროფილები და ჩაისვა „Saint-Gobain-ის“ მინა.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაო:

• შენობის კონსტრუქციების მშენებლობა;
• მიწისქვეშა კედლების საიზოლაციო სამუშაოები;
• ბლოკის წყობის სამუშაოები;
• საინჟინრო ქსელების სამონტაჟო სამუშაოები;
• ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
• საერთო სარგებლობის ფართების მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
• 176 ნომრის მოსაპირკეთებელი სამუშაოები (ე.წ. „გასაღებქვეშ“);
• ტერიტორიის კეთილმოწყობა.