პროექტი

სითი მოლი - გლდანი, თბილისი

დასრულებული

დამკვეთი:შპს “აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯია”

დაწყების თარიღი:მარტი 2015
დასრულების თარიღი:მაისი 2016
სამშენებლო ფართი: 33000 m2

პროექტის აღწერა


3-სართულიანი შენობა დაგეგმარებულია სრული კარკასული სქემით, რომლის რკინაბეტონის მზიდი კონსტრუქციები მოწყობილია მარტივი, ფირფიტოვანი და სწორი ღეროვანი ელემენტებით.

საძირკვლები – მონოლითური რკინაბეტონის, წერტილოვანი, დაფუძნებული ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით მოწყობილ ხელოვნურ ფუძეებზე და შეკრული გრუნტზე განთავსებული მონოლითური რკინაბეტონის ფილით.
სახურავი – ტრაპეციული ფორმის ბრტყელი ფერმები, მაქსიმალური მალა 25 მ, დამზადებული ლითონის მილკვადრატებით.
ბურული – ლითონის სენდვიჩ-პანელები ლითონის ორტესებრ კვეთის კოჭებზე.
ფასადის კედლები – ლითონის სენდვიჩ-პანელები ლითონის კარკასზე.
შიდა კედლები და ტიხრები – ბეტონის მცირე საკედლე ბლოკები, თაბაშირ-მუყაოს ფილები ლითონის კარკასზე.
შიდა ვიტრაჟები – ალუმინის პროფილები, ორმაგი მინაპაკეტები.
იატაკები – ხელოვნური კერამოგრანიტის ფილები.

შენობაში დამონტაჟებულია პანორამული ლიფტი, აგრეთვე ტრავოლატორი და ესკალატორები.