პროექტის აღწერა
არსებული შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. ამის გათვალისწინებით შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის დროს მაქსიმალურად იქნა აღდგენილი და რესტავრირებული შენობის ფასადი ძველ ფორმებში. ასევე რესტავრირებულ და აღდგენილ იქნა სხდომათა დარბაზი ავეჯითა და ჭაღების ჩათვლით. შენობის ავარიული კონსტრუქციული ელემენტები და კედლები გამაგრებულ იქნა ლითონის პროფილებით. შენობის ნაწილი, რომელიც არ ექვემდებარებოდა გამაგრებას, შეიცვალა ახალი მონოლითური რკინაბეტონის მზიდი ელემენტებით. შიდა ეზო გადაიხურა დიდმალიანი შემინული თაღით ალუმინის კონსტრუქციებისაგან. მოეწყო შადრევანი და ზამთრის ბაღი. შენობის ფუნქციონალური დანიშნულებიდან გამომდინარე შეიცვალა და მოეწყო შიდა საინჟინრო კომუნიკაციები.