პროექტის აღწერა
18-სართულიანი შენობა ერთი მიწისქვეშა სართულით დაგეგმარებულია სრული კარკასული სქემით, რომლის რკინაბეტონის მზიდი კონსტრუქციები მოწყობილია მარტივი, ბრტყელი ფირფიტოვანი და სწორი ღეროვანი ელემენტებით.
საძირკვლები – მონოლითური რკინაბეტონის ნაბურღ-ნატენი ხიმინჯები, დიამეტრით 1000-1200მმ, რომლებზეც დაფუძნებულია მონოლითური რკინაბეტონის ფილა.
კედლები და ტიხრები – ბეტონის მცირე საკედლე ბლოკები.
კარ-ფანჯრები – ალუმინის და ლითონპლასტმასის პროფილები, ორმაგი მინაპაკეტები.
ფასადის მოსახვა – თბოიზოლაცია, ქვიშა-ცემენტის ხსნარი, "კაპაროლ"-ის საღებავი, ტრავენტინის ქვა, აკვაპანელები.