პროექტი

საცხოვრებელი სახლი, გონიო

დასრულებული

დამკვეთი:ამხანაგობა ``კვარიათი 2005``

დაწყების თარიღი:იანვარი 2007
დასრულების თარიღი:დეკემბერი 2007
სამშენებლო ფართი: 7150 m2

პროექტის აღწერა


5-სართულიანი შენობა დაგეგმარებულია სრული კარკასული სქემით, რომლის რკინაბეტონის მზიდი კონსტრუქციები მოწყობილია მარტივი, ბრტყელი ფირფიტოვანი და სწორი ღეროვანი ელემენტებით.

საძირკვლები – წერტილოვანი, მონოლითური რკინაბეტონისგან, რანდკოჭების შეკვრით.
კედლები და ტიხრები – ბეტონის მცირე საკედლე ბლოკები.
კარ-ფანჯრები და ვიტრაჟები – ლითონპლასტმასის პროფილები, ორმაგი მინაპაკეტით.
სახურავი – თბოიზოლირებული. ჰიდროიზოლაცია რბილი რულონური მასალით.
ფასადის მოსახვა – ქვიშა-ცემენტის მოსაპირკეთებელი ხსნარი, ფასადის საღებავი.
დერეფნის იატაკები, კიბის ბაქნები და საფეხურები – მოზაიკური ფილა.
კედლები – ქვიშა-ცემენტის მოსაპირკეთებელი ხსნარი, წყალემულსიური საღებავი.
ეზო და ღია პარკინგი – ბეტონის დეკორატიული ფილები, გარე განათების სისტემა, საცურაო აუზი ბავშვებისათვის.