პროექტის აღწერა
შენობის მონოლითური რკინაბეტონის კონსტრუქციები მოწყობილია მარტივი, ფირფიტოვანი და სწორი ღეროვანი ელემენტებისაგან. ტექნოლოგიურად რთულად შესასრულებელი კონსტრუქციული ელემენტი: ნაბურღი ინექციური ხიმინჯები ქვაბულის ფერდოების გასამაგრებლად. ტერიტორია ხასიათდება რთული (ციცაბო) რელიეფით.
საძირკვლები – ხიმინჯები, ლენტური ტიპის როსტვერკით.
კედლები და გადახურვები – მონოლითური რკინაბეტონი.
ტიხრები – ბეტონის მცირე საკედლე ბლოკები.
შეკიდული ჭერი – ბეტოპანის ფილები, ლითონის კარკასზე.
ფანჯრები და კარები – ვიტრაჟები, ალუმინის პროფილები.
ტერასის მოაჯირი – ლითონის პროფილები.