პროექტი

საჯარო სკოლა №16, ბათუმი

მიმდინარე

დამკვეთი:აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

დაწყების თარიღი:დეკემბერი 2022
დასრულების თარიღი:დეკემბერი 2025
სამშენებლო ფართი: 9400 m2
ფუნქციური დანიშნულება: სასწავლო დაწესებულება
მისამართი: ქ. ბათუმი, ვ. მაიაკოვსკის ქუჩა №3
არქიტექტურული პროექტის ავტორი: გრიგოლ გარუჩავა

თანამედროვე არქიტექტურული სტილის ნაგებობის ძირითადი ნაწილი სწორხაზოვანი ფორმისაა და ღია ტონალობაშია შესრულებული. მას ფასადის სიბრტყიდან კონსოლურად გამოწეული აქვს ხის ფაქტურით მოპირკეთებული, ასიმეტრიულად გადანაწილებული მცირე არქიტექტურული ფორმები, ხოლო არქიტექტურულ-მხატვრულ კომპოზიციას ასრულებს კონტრასტული ფერის პორტიკი, კიბის უჯრედი და ფასადის სხვა მოცულობითი ელემენტები.

სასწავლო კორპუსი სამსართულიანია და გათვლილია 1 000 მოსწავლეზე. სკოლას აქვს სპორტული ბლოკი, რომლის დარბაზი 146 მაყურებელზეა გათვლილი, სააქტო დარბაზი კი 296 - ადამიანს იტევს. სკოლა სრულიად ადაპტირებულია შშმ პირებისათვის. მაქსიმალურად გათვალისწინებულია რეკრეაციული სივრცეები და სახანძრო უსაფრთხოების ნორმები.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაო:

• შენობის კონსტრუქციების მშენებლობა;
• მიწისქვეშა კედლების საიზოლაციო სამუშაოები;
• ბლოკის წყობის სამუშაოები;
• სახურავის საიზოლაციო სამუშაოები;
• საინჟინრო ქსელების სამონტაჟო სამუშაოები;
• ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
• საერთო სარგებლობის ფართების მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
• ტერიტორიის კეთილმოწყობა.