პროექტი

პარკ ჰოუმ საბურთალო, თბილისი

მიმდინარე

დამკვეთი:შპს „ანაგი დეველოპმენტი”

დაწყების თარიღი:იანვარი 2021
დასრულების თარიღი:მარტი 2024
სამშენებლო ფართი: 37400 m2
ფუნქციური დანიშნულება: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი
მის.: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა №4
არქიტექტურული პროექტის ავტორი: შპს „მიდამო“

„პარკ ჰოუმ საბურთალო“ საცხოვრებელი კომპლექსია უზარმაზარი რეკრეაციული ზონით, სპორტული და გამაჯანსაღებელი ინფრასტრქტურით.

ნაგებობის სწორხაზოვანი გეომეტრიის მქონე მასათა ბალანსირებული გადათამაშება ძირითადად პასტელურ ტონებშია შესრულებული და კასკადური სახურავის სართულებზე გამწვანებით გვირგვინდება.

27-სართულიან კომპლექსს აქვს მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოსადგომები. კომპლექსი აღჭურვილია ბელგიური და გერმანული წარმოების ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით, დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაო:

• შენობის კონსტრუქციების მშენებლობა;
• მიწისქვეშა კედლების საიზოლაციო სამუშაოები;
• ბლოკის წყობის სამუშაოები;
• სახურავის საიზოლაციო სამუშაოები;
• საინჟინრო ქსელების სამონტაჟო სამუშაოები;
• ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
• საერთო სარგებლობის ფართების მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
• 210 ბინის მოპირკეთება (ე.წ. „გასაღებქვეშ“);
• ტერიტორიის კეთილმოწყობა.