პროექტი

პარკ ჰოუმ ვაკე, თბილისი

დასრულებული

დამკვეთი:შპს „ანაგი დეველოპმენტი“

დაწყების თარიღი:ივნისი 2020
დასრულების თარიღი:ნოემბერი 2023
სამშენებლო ფართი: 70000 m2
ფუნქციური დანიშნულება: საცხოვრებელი კომპლექსი
მისამართი: ქ. თბილისი, ზ. ავალიშვილის ქუჩის და ვაკის კორტების მიმდებარედ
არქიტექტურული პროექტის ავტორი: შპს „მიდამო“

8 000 მ² რეკრეაციული ზონით გარშემორტყმული, პრემიუმ ხაზის, ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი სამი 10-სართულიანი დამოუკიდებელი ბლოკისგან შედგება. შენობები ერთმანეთთან საერთო პოდიუმით არის დაკავშირებული, სადაც განთავსებულია ბიზნეს ცენტრი, კომერციული და საოფისე ფართები, სამხატვრო გალერეა, სპორტული დარბაზი, 25-მეტრიანი საცურაო აუზი და ავტოსადგომი.

კუბის ფორმის, ბაცი ტონალობის შენობების აივნების ჭადრაკისებურ სიმეტრიულ წყობას, ყოველ მხარეს პიქსელისებრი ასიმეტრიული კუბები აქვს ქვედა კუთხეებში ამოკლებული, რაც კონტრასტულ ტონალობებშია შესრულებული და შენობას უნიკალურობასა და თანამედროვეობას მატებს.

შენობის კონსტრუქციული სქემა ჩარჩოკავშირებიანი ტიპისაა, ცენტრში განლაგებული სიხისტის ბირთვით. შენობის საძირკველი გაწყობილია 1,5 მ სისქის რკინაბეტონის ფილით, რომელიც ეფუძნება 1,5 მ დიამეტრის ხიმინჯებს, რომელთა სიმაღლე 50-55 მეტრია. კონსოლების ეფექტი მიღებულია 3 სართულზე უწყვეტი დიაფრაგმული კედლებით, რომლებიც შენობის კონსოლური ნაწილიდან უკავშირდება სიხისტის ბირთვს.

შესრულებული სამუშაო:

• შენობების კონსტრუქციების მშენებლობა;
• მიწისქვეშა კედლების საიზოლაციო სამუშაოები;
• ბლოკის წყობის სამუშაოები;
• სახურავის საიზოლაციო სამუშაოები;
• საინჟინრო ქსელების სამონტაჟო სამუშაოები;
• ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
• საერთო სარგებლობის ფართების მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
• 200 ბინის სრული მოპირკეთება (კომფორტ სტანდარტ+);
• ტერიტორიის კეთილმოწყობა.