პროექტი

m³ საბურთალო, თბილისი

მიმდინარე

დამკვეთი:„m²“

დაწყების თარიღი:ოქტომბერი 2021
დასრულების თარიღი:ივნისი 2024
სამშენებლო ფართი: 193500 m2
„m³ საბურთალო“ დეველოპერულ კომპანია „m²-ის“ მიერ დაკვეთილი მეხუთე პროექტია, რომელსაც სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ახორციელებს.

შენობების მზიდი კონსტრუქციები მონოლითური რკინაბეტონისაა. კედლის წყობის სამუშაოები შესრულდება „იტონგის“ ფირმის ავტოკლავური აირბლოკებით.

პროექტით გათვალისწინებულია IV, V, VI, VII, VIII და IX კორპუსების მშენებლობა.

IV კორპუსის საცხოვრებელი სახლი 12-სართულიანია, რომელსაც აქვს ერთი მიწისქვეშა სართული პარკინგისათვის. შენობის სიმაღლე 43 მეტრია. პროექტით გათვალისწინებულია ბლოკის წყობის, საინჟინრო და მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

V კორპუსის საცხოვრებელი სახლი 30-სართულიანია, რომელსაც აქვს ორი მიწისქვეშა სართული პარკინგისათვის. შენობის გაბარიტული ზომებია 61 X 47 მეტრი. შენობის სიმაღლე 111 მეტრია. პროექტით გათვალისწინებულია რკინაბეტონის, ბლოკის წყობის, საინჟინრო და მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

VI კორპუსის საცხოვრებელი სახლი 24-სართულიანია, რომელსაც აქვს ორი მიწისქვეშა სართული პარკინგისათვის. შენობის გაბარიტული ზომებია 81 X 48 მეტრი. შენობის სიმაღლე 92 მეტრია. პროექტით გათვალისწინებულია რკინაბეტონის, ბლოკის წყობის, საინჟინრო და მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

VII კორპუსის საცხოვრებელი სახლი იყოფა ა, ბ, ც და დ ბლოკებად. მათ შორის, ა და ბ ბლოკები 12-სართულიანია, ც ბლოკი − 11-სართულიანი, ხოლო დ ბლოკი კი − 3-სართულიანი. თითოეულ ბლოკს აქვს მიწისქვეშა სართული პარკინგისათვის. შენობის გაბარიტული ზომებია 103 X 64 მეტრია. შენობის სიმაღლეა 42 მეტრია. პროექტით გათვალისწინებულია რკინაბეტონის, ბლოკის წყობის, საინჟინრო და მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

VIII კორპუსის საცხოვრებელი სახლი იყოფა ა, ბ და პარკინგის ბლოკებად. მათ შორის, ა და ბ ბლოკები 11-სართულიანია, რომლებსაც აქვს მიწისქვეშა სართული პარკინგისათვის. შენობის გაბარიტული ზომებია 66 X 60 მეტრი, ხოლო შენობის სიმაღლე კი 40 მეტრია. პროექტით გათვალისწინებულია რკინაბეტონის, ბლოკის წყობის, საინჟინრო და მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

IX კორპუსის საცხოვრებელი სახლი იყოფა ა, ბ და პარკინგის ბლოკებად. მათ შორის, ა და ბ ბლოკები 12-სართულიანია, რომლებსაც აქვს მიწისქვეშა სართული პარკინგისათვის. შენობის გაბარიტული ზომები 102 X 57 მეტრია. შენობის სიმაღლეა 42 მეტრი. პროექტით გათვალისწინებულია რკინაბეტონის, ბლოკის წყობის, საინჟინრო და მოსაპირკეთებელი სამუშაოები.