პროექტი

კოტეჯი, ქობულეთი

დასრულებული

დამკვეთი:თემურ ჭყონია

დაწყების თარიღი:იანვარი 2006
დასრულების თარიღი:სექტემბერი 2006
სამშენებლო ფართი: 620 m2

პროექტის აღწერა


შენობა დაგეგმარებულია სრული კარკასული სქემით, რომლის რკინაბეტონის მზიდი კონსტრუქცია მოწყობილია მარტივი, ფირფიტოვანი და ღეროვანი ელემენტებით.

საძირკვლები – ლენტური ტიპის, მონოლითური რკინაბეტონისგან.
კედლები – ბეტონის მცირე საკედლე ბლოკები.
ფანჯრები და ვიტრაჟები – ფერადი ლითონპლასტმასის პროფილები, ორმაგი მინაპაკეტით.
ფასადის მოსახვა – მხატვრული ბათქაში ქვიშა-ცემენტის ხსნარით.
გარე კიბეები და ზეძირკვლის კედლები – ბუნებრივი გრანიტის ფილები.
აივნის იატაკი – კერამოგრანიტის ფილები.
აივნის მოაჯირები – ლითონის, ჭედური ორნამენტებით.
სახურავი – ფინური წარმოების ლითონკრამიტი ხის სანივნივე სისტემაზე.
ეზოს კეთილმოწყობა – გრანიტის ქვა.
შემომფარგვლელი ღობის ზეძირკვლის კედლები და სვეტები – ბუნებრივი ფლეთილი ქვა.