პროექტის აღწერა
შენობა ორსართულიანია, დაგეგმარებულია სრული კარკასული სქემით, რკინაბეტონის ელემენტებით და წარმოადგენს ლითონის მსუბუქ კონსტრუქციას, რომელიც შემინულია ალუმინის ფასადით.
მოეწყო ტექნოლოგიურად რთულად შესასრულებელი კონსტრუქციული ელემენტი: ქვაბულის ფერდოები გამაგრდა მონოლითური რკინაბეტონის კედლებით.
საძირკვლები – მონოლითური რკინაბეტონის ფილა.
კედლები და ტიხრები - პერიმეტრის კედლები მონოლითური რკინაბეტონი, ხოლო შიდა ტიხრები - ბეტონის მცირე საკედლე ბლოკები.
სართულშუა გადახურვის ფილა - რკინაბეტონი.
ფასადის მოპირკეთება - დეკორატიული ელემენტები პოლიმერული მასალით.