პროექტი

თაუნ სკვერი, თბილისი

მიმდინარე

დამკვეთი:შპს „გლობალური ტექნოლოგიები“

დაწყების თარიღი:ივლისი 2022
დასრულების თარიღი:ივლისი 2024
სამშენებლო ფართი: 66500 m2
ფუნქციური დანიშნულება: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი
მის: ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი №117
არქიტექტურული პროექტის ავტორი: „სალომე ავალიანის არქიტექტურული სტუდია“

აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე საცხოვრებელი სახლი 26-სართულიანი ნაგებობაა. შენობას აქვს ორდონიანი მიწისქვეშა ავტოფარეხი, ცენტრალურ შესასვლელთან მოწყობილია გამწვანებული საზოგადოებრივი სივრცე, ხოლო მიწისპირა სართული სხვადასხვა დანიშნულების კომერციული ფართებისთვისაა განკუთვნილი.

არქიტექტურულ კომპოზიციას მეტწილად სწორხაზოვანი და სადა გეომეტრია ჰქმნის, სადაც მაღლივი კორპუსი ჰორიზონტალურ, ღია ტონალობაში შესრულებულ ბაზას ეფუძნება.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაო:

• შენობის კონსტრუქციების მშენებლობა;
• მიწისქვეშა კედლების საიზოლაციო სამუშაოები;
• ბლოკის წყობის სამუშაოები;
• სახურავის საიზოლაციო სამუშაოები;
• საინჟინრო ქსელების სამონტაჟო სამუშაოები;
• ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
• საერთო სარგებლობის ფართების მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
• ბინების მოსაპირკეთებელი სამუშაოები (თეთრი კარკასი).