პროექტის აღწერა
15-სართულიანი შენობა, ორი მიწისქვეშა სართულით, დაგეგმარებულია სრული კარკასული სქემით, რომლის რკინაბეტონის მზიდი კონსტრუქციები მოწყობილია მარტივი, ფირფიტოვანი და სწორი ღეროვანი ელემენტებისაგან. საძირკვლები – რკინაბეტონის მონოლითური ფილა.
კედლები და ტიხრები – ფირმა "იტონგ"-ის ეკოლოგიურად სუფთა გაზობეტონის მცირე საკედლე ბლოკები.
კარ-ფანჯრები და ვიტრაჟები – ლითონპლასტმასის პროფილები, ორმაგი მინაპაკეტები.
ფასადის მოსახვა – ქვიშა-ცემენტის მოსაპირკეთებელი ხსნარი, ფირმა "კაპაროლ"-ის საღებავი.
აივნის მოაჯირები – მინა ლამექსი, უჟანგავი ლითონის დეტალები.