პროექტის აღწერა
23-სართულიანი შენობა, ორი მიწისქვეშა სართულით, დაგეგმარებულია სრული კარკასული სქემით, რომლის რკინაბეტონის მზიდი კონსტრუქციები მოწყობილია მარტივი, ფირფიტოვანი და სწორი ღეროვანი ელემენტებისაგან.
საძირკვლები – მონოლითური რკინაბეტონის ფილა.
კედლები და ტიხრები – ფირმა “იტონგ”-ის ეკოლოგიურად სუფთა გაზობეტონის მცირე საკედლე ბლოკები.
კარფანჯრები და ვიტრაჟები – ლითონპლასტმასის პროფილები, ორმაგი მინაპაკეტები.
ფასადების მოსახვა – დეკორატიული ბათქაში, გაფართოებული პოლისტირონის (EPS) ფილები.
კიბეები და ზეძირკვლის კედლები – ბაზალტის ქვები.
აივნის მოაჯირები – ლითონის მილკვადრატები.