პროექტი

ამბასადორი, კაჭრეთი

დასრულებული

დამკვეთი:შპს „ამბასადორი“

დაწყების თარიღი:სექტემბერი 2021
დასრულების თარიღი:ნოემბერი 2023
სამშენებლო ფართი: 26300 m2
ნომრების რაოდენობა: 200
ფუნქციური დანიშნულება: სასტუმრო
მისამართი: გურჯაანის რაიონი, სოფ. კაჭრეთი
არქიტექტურული პროექტის ავტორი: მანუჩარ მახათაძე

კოპლექს „ამბასადორ კაჭრეთი გოლფ რეზორთის“ ახალი სასტუმროს შენობა მესამე პროექტია, რომელიც „ანაგმა“ კომპანია „ამბასადორის“ დაკვეთით განახორციელა.

ამბასადორი კაჭრეთის ახალი კორპუსი 9 სართულზე გადანაწილებულ, თანამედროვე დიზაინის 200 ნომერს აერთიანებს. შენობაში განთავსებულია 4 საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი, ბარი, ლობი-ბარი, სავარჯიშო დარბაზი, ღია საცურაო აუზი და სპა, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება.

ცენტრალური შესავლელის თავზე ფასადის მხრიდან მოწყობილია რომბისებური პროფილის დიდი ვიტრინა, რომელიც ბოლოსწინა სართულზე წრიულად ერტყმის შენობის პერიმეტრს და ესთეტიკის თვალსაზრისით ნაგებობის სიმსუბუქისა და ჰაეროვნების განცდას ტოვებს. სასტუმროს ნომრების აივნები ასიმეტრიული გეომეტრიული ფორმებითაა გაწყობილი, რაც უკანასკნელი წლების ტრენდია და რასაც ნაგებობაში თანამედროვეობის შტრიხები შეაქვს.

შესრულებული სამუშაო:

• შენობის კონსტრუქციების მშენებლობა;
• მიწისქვეშა კედლების საიზოლაციო სამუშაოები
• შენობის სენდვიჩპანელებით გადახურვა.