სიახლეები

მემორანდუმი ანაგსა და საზოგადოებრივ კოლეჯ სპექტრს შორის

მემორანდუმი ანაგსა და საზოგადოებრივ კოლეჯ სპექტრს შორის

სამშენებლო კომპანია „ანაგსა“ და საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანი საქართველოში სამშენებლო საქმესთან დაკავშირებულ პროფესიებში პროფესიული განათლების გაუმჯობესება და სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლებაა, რათა უკეთესად დაიფაროს საწარმოების მოთხოვნა კვალიფიციურ სპეციალისტებზე, მშენებლობაში ხარისხის გაუმჯობესებისა და ენერგიის ეფექტური გამოყენების თვალსაზრისით და გაიზარდოს დასაქმების შესაძლებლობა.