სიახლეები

LIKE მხარდაჭერა გრძელდება – უგულშემატკივრეთ “ანაგის” ფოტოკონკურსის მონაწილეებს.

LIKE მხარდაჭერა გრძელდება – უგულშემატკივრეთ “ანაგის” ფოტოკონკურსის მონაწილეებს.

5 ივნისს დასრულდა სამშენებლო კომპანია „ანაგის“ მიერ გამოცხადებულ ფოტოკონკურსზე რეგისტრაცია. კონკურსზე სულ 384 განაცხადი შემოვიდა

➤ ნომინაციაში „ევროპისკენ“ შემოსულია 97 ფოტო.

➤ ნომინაციაში „ქალაქი და ადამიანები“ შემოსულია 151 ფოტო.

➤ ნომინაციაში „თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა“ შემოსულია 136 ფოტო.

კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებულის ვინაობა 2016 წლის 15 ივლისამდე გამოვლინდება.

გამარჯვებულებთან ერთად, გამოქვეყნდება ჟიურისთან ინტერვიუ. ჟიური პროფესიონალი ფოტოგრაფებისგან და საჯარო პირებისგანაა დაკომპლექტებული. გამარჯვებულის გამოსავლენად სულ 7-კაცი მუშაობს, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად წინასწარ დადგენილი მეთოდებით აფასებენ საკონკურსო ფოტოებს.

თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება თითო გამარჯვებული:

  • გამარჯვებულებს თანაბრად დაუფინანსდებათ 1000 ლარით სწავლის ღირებულება ან/და გადაეცემათ 1000 ლარი.
  • საკონკურსო ნამუშევრებიდან ერთ გამარჯვებულს გამოავლენს კონკურსის ორგანიზატორი, კომპანია „ანაგი“, რომელიც თავის რჩეულს გადასცემს პრიზს, საგზურს ერთ-ერთ ყველაზე ძველ არქიტექტურულ ქალაქ რომში.
  • გარდა ამისა, 10 ივლისამდე გრძელდება საკონკურსო ფოტოების LIKE მხარდაჭერა. like-ბის მიხედვით შეირჩევა 20 ფოტო, რომელთა გამოფენა-გაყიდვა გაიმართება პროექტის დახურვისას. გამოფენა-გაყიდვაზე გამოტანილი ფოტოების ავტორები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.

დაათვალიერეთ საკონკურსო ფოტოები ვებგვერდზე – netgazeti.ge და მიიღეთ მონაწილეობა საუკეთესო ფოტოების გამოვლენაში – ვებგვერდზე მოიწონეთ, „დაალაიქეთ“ თქვენი რჩეული ფოტო.

დაგეგმილია პროექტის საზეიმო დახურვა, სადაც კონკურსანტების გარდა მოწვეული იქნებიან დიპლომატიური კოპრუსის წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორიდან.

კონკურსში მონაწილეობა შეეძლო საქართველოში მოქმედ ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ერთ ნომინაციაზე, ერთი მონაწილისგან დასაშვები იყო მხოლოდ ერთი ფოტოს წარმოდგენა.

კომპანია „ანაგი“ უკვე 27 წელია საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მუშაობს და ამ ხნის მანძილზე არა ერთი სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის მხარდამჭერია. წელს კომპანიის სოციალური პოლიტიკის მთავარი აქცენტი ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობაა