სიახლეები

28/11/2023

„ანაგს“, „საქართველოს ბანკსა“ და „ბიოგრაფ ლივინგს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

28 ნოემბერს სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ დეველოპერულ კომპანია „ბიოგრაფ ლივინგთან“ და „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. თანამშრომლეობის ფარგლებში „ანაგი“ ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას №25-ში, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს. პროექტი „საქართველოს ბანკის“ მიერ არის დაფინანსებული.
16/06/2017

“ანაგს” და “სპექტრს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სამშენებლო კომპანია “ანაგს” და საზოგადოებრივ კოლეჯ “სპექტრს” შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია საქართველოს სამშენებლო სექტორში პროფესიული განათლების ხარისხის და სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლება
12/09/2015

სავაჭრო-გასართობი ცენტრი “ისთ ფოინთი” გაიხსნა

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, საქართველოში ყველაზე მასშტაბური სავაჭრო და გასართობი ცენტრი, “ისთ ფოინთი” გაიხსნა. ობიექტი საზეიმოდ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გახსნა.
07/08/2015

“ანაგსა” და “ეი არ მერიდიანს” შორის ხელშეკრულება გაფორმდა

2015 წლის 7 აგვისტოს, სამშენებლო კომპანია “ანაგს” და შპს “ეი არ მერიდიანს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქალაქ ბათუმში სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექს “თეთრი იალქნების” მშენებლობის თაობაზე. კომპლექსის მშენებლობა დასრულდება 2020 წლის დეკემბერში.