ზვიად მუკუტაძემ 2007 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო - ტექნოლოგიური ფაკულტეტი.
2005-2009 წლებში იგი მუშაობდა სამუშაოთა მწარმოებლად შპს „ფიროსმანში“; 2009-2012 იყო შპს „ვაკეპლაზის“ სამუშაოთა მწარმოებელი.
2012 წელს მუშაობა დაიწყო სამშენებლო კომპანია „ანაგში“ სამუშაოთა მწარმოებლის თანამდებობაზე; 2018 წლიდან ზ. მუკუტაძე არის სამშენებლო უბნის უფროსი.
განხორციელებული სამშენებლო პროექტები (არასრული სია):
- დავით გაგუას კლინიკა, თბილისი;
- საცხოვრებელი სახლი წერეთლის №117, თბილისი;
- საცხოვრებელი სახლი სააკაძის მოედანზე, თბილისი;
- საცხოვრებელი სახლი წურწუმიას ქუჩაზე, თბილისი;
- სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (5 კორპუსი), თბილისი;
- იბის ბაჯეთი ახვლედიანის ქუჩაზე, თბილისი;
- იბის ბაჯეთი უზნაძის ქუჩაზე, თბილისი;
- სამედიცინო ცენტრი პინეო, თბილისი;
- რუსთავი მოლი, რუსთავი;
- ვილა ამბასადორი, კაჭრეთი;
- სკოლა ამბასადორი, კაჭრეთი;
- ჰუალინგ თბილისი ბუტიკ სასტუმრო, თბილისი (რეკონსტრუქცია);
- სასტუმრო მელიქიშვილის გამზირზე, თბილისი;
- ვილა, წყნეთი.