გუნდი

გეოდეზიური სამსახური

ვახტანგწერეთელი

პოზიცია: გეოდეზისტი
ვახტანგ წერეთელმა 1970 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი მიმოსვლის გზათა ინჟინერ-მშენებელის სპეციალობით. 1985 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებული აზია-აფრიკის ინსტიტუტის სპეც. ფაკულტეტი არაბული ენის სპეციალობით.

1970 წლიდან 1995 წლამდე მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ ,,კავგიპროტრანსში’’ ინჟინერად, უფროს ინჟინერად, პარტიის უფროსად. 1976 წლიდან 1999 წლამდე იმყოფებოდა სირიის არაბთა რესპუბლიკაში რკინიგზის ხიდების მშენებლობაზე გეოდეზისტის პოზიციაზე. 1995 წლიდან 2000 წლამდე იყო ს.ს ,,გვირაბმშენის’’ მთავარი გეოდეზისტი და მონაწილეობა მიიღო სუფსის ტერმინალსა და ფოთის სარკინიგზო-საბორნე გადასასვლელის მშენებლობაში.

2000-2003 წლებში მუშაობდა შ.პ.ს ,,მორისონში’’ მთავარ გეოდეზისტად სასტუმრო "მერიოტის" მშენებლობაზე, თავისუფლების მოედანზე. ასევე, 2003 - 2005 წლებში მუშაობდა ამერიკის საელჩოს მშენებლობაზე დიღომში. 2005 - 2010 წლებში იყო მთავარი გეოდეზისტი პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობაზე ავლაბარში. 2010 - 2011 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს მშენებლობაზე ტექნიკურ ზედამხედველად ორთაჭალაში. 2011-2012 წლებში იყო იუსტიციის სახლის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველი. 2012-2015 წლებში მუშაობდა შ.პ.ს. ,, IMK’’-ის  მთავარ გეოდეზისტად მხატვრის სახლის მშენებლობაზე რუსთაველის გამზირზე. 2015-დან 2017 წლამდე კომპანია "ვისოლის" მშენებლობებზე იკავებდა გეოდეზისტის თანამდებობას.

2016 წლიდან არის სამშენებლო კომპანია ,,ანაგის’’ მთავარი გეოდეზისტი.