გუნდი

ტექნიკური დეპარტამენტი

გიორგიჩიხლაძე

პოზიცია: ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორი (თბილისის ოფისი)
გიორგი ჩიხლაძემ 1983 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით. 

1978 – 1997 წლებში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საერთო მშენებლობის N5 ტრესტის მე-2 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში სხვადასხვა პოზიციებზე: მებეტონედ, ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების ინჟინრად და ბოლოს საწარმოო ტექნიკური განყოფილების უფროსად. 1999 – 2004 წლებში იყო შპს “აღორძინება-მ”-ის მშენებლობის განყოფილების ინჟინერი. 2005 – 2007 წლებში მუშაობდა შპს “აჭარის ელექტროკომპანიის” მშენებლობის განყოფილების ინჟინრად. 2007 – 2009 წლებში იყო შპს “ცვლილებათა ქარის” ტექნიკური ზედამხედველი. 

2010 წელს დაიწყო მუშაობა შპს “ანაგში“, ჯერ ტექნიკური განყოფილების წამყვან სპეციალისტად, ხოლო შემდეგ დაინიშნა თბილისის ოფისის ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორად.