გუნდი

შესყიდვების დეპარტამენტი

მერაბემირიძე

პოზიცია: შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორი
მერაბ ემირიძემ 1986 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი მშენებელ-ინჟინერის სპეციალობით. 1987 – 1990 წლებში დაეუფლა მაგისტრის ხარისხს ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1995 წელს დაამთავრა ანკარის სახელმწიფო უნივერსიტეტი “TOMER” თურქული ენის სპეციალობით. 

1986-1994 წლებში მუშაობდა ბათუმის მანქანათმშენებელ ქარხანაში სხვადასხვა პოზიციებზე: მთავარ ინჟინრად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ, საწარმოოს უფროსად, საწარმოოს უფროსის მოადგილედ და ექსპერიმენტალური საამქროს უფროსად. 1994 – 1996 წლებში იყო საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი საქართველოს საზღვაო ბანკში. 1996 – 1998 წლებში მუშაობდა რეგიონალური სამშენებლო ბიუროს ხელმძღვანელის პოზიციაზე “ARDA ENTERPRISES”-ში. 1999 – 2004 წლებში იყო სამშენებლო კომპანია „ანაგის“ სამუშაოთა მწარმოებელი. 2004 – 2005 წლებში გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, იყო სამშენებლო ექსპერტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განვითარების პროექტში. 2005 – 2007 წლებში ეკავა ექსპერტ-კონსულტანტის პოზიცია მშენებლობის საკითხებში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში. 2009 – 2011 წლებში მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამაში „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს განვითარების პროგრამა“, ექსპერტ-კონსულტანტად მშენებლობის საკითხებში. 

2011 – 2014 წლებში ეკავა სამშენებლო კონსულტანტის თანამდებობა ევროკავშირის პროექტში „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ - სამოქალაქო რეესტრის სააგენტო. 

2014 წლიდან არის სამშენებლო კომპანია „ანაგის“ შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორი.