გუნდი

შესყიდვების დეპარტამენტი

ქრისტინეპელიხი

პოზიცია: ლოგისტიკის დირექტორი
ქრისტინე პელიხმა 2004 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

2003-2010 წლებში მუშაობდა სს "ქართუ ჯგუფში", ჯერ შესყიდვების მენეჯერად, შემდეგ კი შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ. 2012-2013 წლებში ქრისტინე პელიხი იყო "მეცხრე არხის" შეყიდვების დეპარტამენტის უფროსი. 2013-2016 წლებში იყო "ჯი-დი-ეს თი-ვის" (GDS TV) შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი. ქრისტინეს მიერ სწორად დაგეგმილმა შესყიდვების სტრატეგიამ, ორივე კომპანიას რამდენიმე მილიონი დოლარის დაზოგვის საშუალება მისცა. 2012 წლიდან 2016 წლამდე ქრისტინე მუშაობდა სს "ქართუ ჯგუფში" შესყიდვების დეპარტამენტის უფროსად. ის ხელმძღვანელობდა 15 კაციან დეპარტამენტს, რომელიც წლიურად აწარმოებდა 100 მილიონი დოლარის ღირებულების შესყიდვებს ამერიკის, ევროპის და აზიის მასშტაბით.

ქრისტინე პელიხის უშუალო მონაწილეობით განხორციელდა შემდეგი პროექტები: სასტუმრო "პარაგრაფი" შეკვეთილში, "ბლექ სი არენა", "საქართველო მინიატურებში", "ოპერისა და ბალეტის ნაციონალური თეატრი", "ათი რაგბის სტადიონის მშენებლობა, ქართული რაგბის განვითარების პროგრამის ფარგლებში", რომელთა პროექტირებას და ფინანსირებას ახდენდა "ქართუ ჯგუფი". 2016 წლის ბოლოდან, 2017 წლის მარტამდე ქრისტინე მუშაობდა შპს "დომსონს ინჯინიარინგ"-ის (Domson's Engineering)  საოპერაციო დირექტორის პოზიციაზე. ის უშუალოდ იყო ჩართული კომპანიის წინასვლასა და განვითარებაში, ამასთანავე ხელმნძღვანელობდა საპროექტო ჯგუფის ეფექტურ და გამართულ სამუშაო პროცესს.

ამჟამად ქრისტინე არის კომპანია "ანაგის" ლოგისტიკის დირექტორი.